1-ლი დეკემბრის შემდეგ, სამეგრელოში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა

“მწვანე პასპორტის” კონცეფციის ამოქმედების შემდეგ, სამეგრელოს რეგიონში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა.
როგორც მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცხადებენ, მთავრობის მიერ ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა, მათ შორის პენსიონერთა 200-ლარიანი ფინანსური წახალისების ინიციატივის შემდეგ, იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა.
ცენტრში კოვიდვაქცინებთან ერთად გრიპის ვაქცინით იმუნიზაციაც არის შესაძლებელი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 5 ვაქცინაციის პუნქტი მოქმედებს, სადაც აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით ხორციელდება. ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ვაქცინაციის მოძრავი პუნქტით ემსახურება, რომლის გრაფიკიც სოფლის მოსახლოებისთვის წინასწარ ხდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პირველი დეკემბრიდან “მწვანე პასპორტის” კონცეფცია ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები