ზუგდიდში “ნაცმოძრაობა” აქციას მართავს

ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა და  ახლად არჩეულ მერს, მამუკა წოწერიას მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს ზუგდიდის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურის ფონზე დაამტკიცა. სხდომის პარალელურად, ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდამცველებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მიმდინარეობისას 2 ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები