ხობის სოფელ შავღელეში სკოლის რეაბილიტაცია სრულდება
ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სრულდება.ინფორმაციას მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 193 ათას ლარს შეადგენს.
“სკოლაში განხორციელებული სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
2019 წელს მერიამ საჯარო სკოლის სახურავის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ შავღელეს სკოლაში სასწავლო პროცესი კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში წარიმართება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.