ლანჩხუთის 11 ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზები წესრიგდება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად დაწყებულია ჩოჩხათი-არჩეულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და სამუშაოები 11 ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.
ჩოჩხათში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს დეპუტატ რევაზ კვერენჩხილაძესთან ერთად დაათვალიერა.V