კახეთში ნახშირის უკანონოდ გამოწვის ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 9 ფაქტი გამოავლინეს.
ამის შესახებ დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 8 სამართალდარღვევა გამოვლენილია საგარეჯოს, 1 კი – ახმეტის მუნიციპალიტეტში.
მოქალაქეები, ნახშირის გამოწვას დაურეგისტრირებელ სანახშირე ორმოებში ახდენდნენ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილით.