ღარიბაშვილი: 2022 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5 500 დოლარს გადააჭარბებს – ისტორიული მაქსიმუმია

წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც მოგვცა საშუალება, ბიუჯეტი 1 310 000 000 ლარით გაგვეზარდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას 2022 წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს დაგეგმილი.

„წელს გვქონდა ძალიან მაღალი, ძლიერი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც მოგვცა საშუალება, ბიუჯეტი 1 310 000 000 ლარით გაგვეზარდა.

როგორც ვთქვით, მომდევნო წელს ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის მოცულობა იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ასევე მომდევნო წელსაც პანდემიის შედეგად გაზრდილ ვალს და საბიუჯეტო დეფიციტს ვამცირებთ. ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 4,2 % და 2022 წელს მთავრობის ვალი 51,1 % იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები