გურიაში 300 ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტები გადაეცა
გურიაში გრძელდება მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერა. ამჯერად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში 300-მდე ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტები დაურიგდათ.
სასურსათო ნობათები ბენეფიციარებს პარლამენტის წევრმა, გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.
„ერთმანეთის თანადგომა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია. ჩვენ, ერთად კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. რეგიონში სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახების დახმარება ეტაპობრივად გაგრძელდება,“ – აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.