ხმაური გორის მუნიციპალიტეტში – ზედღულეთის მოსახლეობა 2008 წელს გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვს

დღეს დილიდან ხმაურია გორის მუნიციპალიტეტში. სოფელ ზედღულეთის მოსახლეობა პროტესტის ნიშნად თბილისი-სენაკის-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას ცდილობდა. ამის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირებისას პოლიციამ ერთი ადამიანი ტერიტორიიდან განარიდა.

სოფელ ზედღულეთის 2008 წელს გაყიდული სოფლის საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს.

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ადგილზე შეხვდნენ. ზეღდულეთში იმყოფებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

როგორც შიდა ქართლის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ განაცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკება მიწის მფლობელთან და მოსახლეობასთან, რომ ორივე მხარე შეთანხმებამდე მივიდეს.

„ათ დღეში ეს საკითხი ვერ მოგვარდებოდა. ჩვენ მივეცით მოსახლეობას პირობა, ბუნებრივია, მიწის მფლობელთან მოლაპარაკების შემდეგ, რომ ეს მიწა არ მოიხვნება, ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება. მიწის ფართობი 2008 წელს გაიყიდა. რთული იურიდიული საკითხია. ერთ მხარეს დგას ხალხი, სოფლის ინტერესები და მეორე მხარეს კეთილსინდისიერი მყიდველი“, – განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას შიდა ქართლის გუბერნატორმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები