შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლანჩხუთში 120-მდე ოჯახს სასურსათო კალათები გადასცეს
შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტის წევრის, გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ლანჩხუთის ბიუროს, ლანჩხუთის მერიისა და ასოციაცია ,,საბას” ორგანიზებით შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ოჯახებს სასურსათო კალათა გადაეცა. ინფორმაციას ლანჩხუთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
,,დღეს პროდუქტები 120-მდე ოჯახმა მიიღო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათ გვერდით დგომა და მხარდაჭერა. ვფიქრობთ, მომავალშიც გავაგრძელებთ მათ დახმარებას”, განაცხადა ასოციაცია ,,საბას” დამფუძნებელმა ინეზა კვაჭაძემ.