ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე მესამე ვადით, დავით დარჩია გახდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით დარჩია აირჩიეს.დარჩიას კანდიდატურას მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა. ის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე უკვე მესამე ვადით აირჩიეს.

დარჩიამ ოზურგეთელებს და კოლეგებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა მინდა ვუთხრა ოზურგეთელებს მხარდაჭერისთვის და იმ ნდობისთვის, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. აქვე, მსურს მადლობა გითხრათ კოლეგებს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ და ვაკეთოთ საქმე ოზურგეთისთვის. დღეს, როდესაც მერი და საკრებულოს უმრავლესობა არიან ერთი გუნდის წევრები, კიდევ უფრო კოორდინირებულად, თანმიმდევრულად უნდა ვიზრუნოთ ყველა იმ გეგმის, პროგრამის განსახორციელებლად, რომლებიც შევთავაზეთ მოქალაქეებს. “ქართული ოცნება” ხალხის სამსახურში დგას და ეს პრინციპი ადგილობრივ დონეზეც ეფექტურად განხორციელდება“, – განაცხადა დავით დარჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები