ოზურგეთის საკრებულოს პირველ სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გოჩა შარაშენიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააპროტესტა.
დაცვის წევრებმა შარაშენიძე სხდომის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დეპუტატი დავით მჟავანაძე პოლიციის თანამშრომლებმა სწორედ ამის შემდეგ დააკავეს.
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე კი დეპუტატებმა „ქართული ოცნების“ წევრი დავით დარჩია აირჩიეს.