ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია გახდა
“ქართული ოცნება” ხალხის სამსახურში დგას და ეს პრინციპი ადგილობივ დონეზეც ეფექტურად განხორციელდება“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით დარჩია აირჩიეს.
„ მადლობა მინდა ვუთხრა ოზურგეთელებს მხარდაჭერისთვის და იმ ნდობისთვის, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. აქვე, მსურს მადლობა გითხრათ კოლეგებს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ და ვაკეთოთ საქმე ოზურგეთისვის. დღეს, როდესაც მერი და საკრებულოს უმრავლესობა არიან ერთი გუნდის წევრები, კიდევ უფრო კოორდინირებულად, თანმიმდევრულად უნდა ვიზრუნოთ ყველა იმ გეგმის, პროგრამის განსახორციელებლად, რომლებიც შევთავაზეთ მოქალაქეებს. “ქართული ოცნება” ხალხის სამსახურში დგას და ეს პრინციპი ადგილობივ დონეზეც ეფექტურად განხორციელდება“ – განაცხადა დავით დარჩიამ.
დარჩიას კანდიდატურას მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა. ის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე უკვე მესამე ვადით აირჩიეს.