ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ხელისა და ფეხის არეში რამდენიმე ჭრილობა თანასოფლელმა მიაყენა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. თუმცა რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 19-108 ე მუხლით დაიწყო.