გორის მერია: სოფელ ქიწნისის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მისი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი გაეცნენ.
„სამუშაოებს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებულია ახალი ჭაბურღილის მშენებლობა, 2 მოქმედი ჭაბურღილის ამოწმენდა და 4 ლოკაციაზე ახალი 50 კუბურიმეტრი ტევადობის კოშკების მშენებლობა. მოეწყობა ასევე 4 ახალი საქლორატორო და 24 კმ სიგრძის ქსელი. პროექტის მიხედვით დაგეგმილია წყალმზომი მრიცხველების მონტაჟიც.
ამ ეტაპზე ახალი ჭაბურღულით უკვე სარგებლობს 250 ოჯახი, პროექტის დასრულების შემდეგ სასმელი წყლის პრობლემა სოფლეში აღარ იარსებებს.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ქიწნისსა და სათემოში სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოებიც მოინახულა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.