“ვიქეიფეთ დავლიეთ და იმიტომ ვართ აქ” – როგორ განმარტავენ საკრებულოს სხდომაზე არ დასწრების მიზეზს “ნაცმოძრაობის” წევრები

დმანისის საკრებულოს ახლად არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატები, პირველს სხდომას არ დაესწრნენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, დეპუტატებს “ნაცმოძრაობა” არ ენდო და ისინი თბილისში ჩამოიყვანა, რათა საკრებულოს სხდომაზე არ დასწრებულიყვნენ და კვორუმი არ შემდგარიყო.

“კურიერის” ინფორმაციით, ოპოზიციონერი დეპუტატები თბილისში კახა ოქრიაშვილმა ჩამოიყვანა.
დეპუტატები კი აცხადებენ, რომ სხდომას უნდობლობას უცხადებენ. სხდომაზე არ დასწრების ერთ-ერთ მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ მათთვის არავის დაურეკავს.

“ვიქეიფეთ დავლიეთ და იმიტომ ვართ აქ… სხდომას უნდობლობას ვუცხადებთ, ჩვენი ერთადერთი მიზეზი სხდომაზე არ ყოფნის არის ის, რომ არც ცესკოდან არც დმანისის დმანისის საკრებულოდან არავის არ დაურეკავს. კი ვიცით, რომ სხდომა უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ოფიციალურად არავინ არ შეგვატყობინა,”- აცხადებს ერთ-ერთი დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები