დმანისის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირეველი სხდომა ვერ შედგა

დმანისის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირეველი სხდომა ვერ შედგა. პირველ სხდომას არ დაესწრო არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, შესაბამისად ვერ შედგა კვორუმი და სხდომა დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს.

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მხოლოდ ორი პარტია შევიდა. „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, სხდომაზე არ გამოცხადდნენ პარტია „ნაციონალური მოძრაობის” წევრები, „პროგრესი და თავისუფლების” წევრი და ერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარი.
ათი დღის ვადაში გახდება ცნობილი როდის ჩაინიშნება შემდეგი არჩევნები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები