ოზურგეთის საკრებულოს სხდომიდან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები გააძევეს
ოზურგეთის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები დებოშის მოწყობის მცდელობისთვის სხდომიდან გააძევა.
ცნობისთვის, დღეს საკრებულოები თავმჯდომარესა და მოადგილეებს ირჩევენ. სხდომები ხმაურის ფონზე წარიმართა სხვა მუნიციპალიტეტებშიც.