ზუგდიდის საკრებულოს სხდომა 10 დეკემბრამდე გადაიდო
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ერთი კვირით, 10 დეკემბრის 12:00 საათამდე გადაიდო.
ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვამდე, მას შემდეგ შეწყდა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” და პარტია “საქართველოსთვის” წევრებმა სხდომა დატოვეს. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისი კვორუმი ვერ შედგა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ დღის წესრიგის მიხედვით, ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარე და მოადგილეები უნდა აერჩიათ.