ანი წითლიძე: დღეს ზუგდიდის საკრებულო ნამდვილად ვერ აცდება კრიზისს

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ანი წითლიძის განცხადებით, დღეს ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე უფლებამოსილების ცნობის გარდა პარტიის წარმომადგენლები არც ერთ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

“დღეს ზუგდიდის საკრებულო ნამდვილად ვერ აცდება კრიზისს, დღეს სავარაუდოდ ვერ მოხდება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, ჩვენ არ დავაყენებთ ჩვენ კანდიდატურას და არ მივიღებთ არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობას გარდა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისა”, – თქვა ანი წითლიძემ.

უცნობია, რა პოზიცია აქვთ პარტია “საქართველოსთვის” ზუგდიდში არჩეულ დეპუტატებს და მიიღებენ თუ არა მონაწილეობას კენჭისყრის პროცედურებში.

ცნობისთვის, დღეს ქვეყნის მასშტაბით, ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები