ოზურგეთის მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანიას ნუგზარ ჩხარტიშვილი უხელმძღვანელებს

ოზურგეთის მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანიას ნუგზარ ჩხარტიშვილი უხელმძღვანელებს. შპს „სატისის“ ახალი ხელმძღვანელი კომპანიაში მუშაობას დღეიდან შეუდგა – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ ნუგზარ ჩხარტიშვილს კერძო და საჯარო უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მას შეუძლია რეალისტური გეგმის შემუშავება, ამოცანის შესრულებისას პროფესიონალების ჩართვა და შედეგის მიღება. წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარება ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის შესრულებაზეც, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მუნიციპალური სამსახურები იმუშავებენ“ – განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები