ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სკოლა შენდება
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა, – ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სკოლაში განთავსებულია 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია. პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყო ეზო, სადაც სპორტული მოედანია განთავსებული.
შენობა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.