სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული კავკასიაში EBRD-ის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურ დირექტორს კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენს და საინვესტიციო კლიმატის ანალიტიკოსს ნიკოლა ლიპარის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე EBRD-ის მიერ დაფინანსებულ მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობის სფეროებს და პროექტებს რის განხორციელებასაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით გეგმავენ.