ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ90-კმ120 მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.