გორის მერია: კვერნაქის დასახლებაში, რაზმაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

გორში, კვერნაქის დასახლებაში, რაზმაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროექტის მიხედვით, 914 მეტრი სიგრძის გზა მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასფალტ – ბეტონის საფარით დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის, ეზოებში შესასვლელებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია.
„პროექტი გარდამავალია, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებს. სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.
რაზმაძის ქუჩის საგზაო ნაწილი ინტენსიური ცვეთისა და ნალექების წყლის დინების შედეგად, დაზიანებული იყო და ვერ უზრუნველყოფდა როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით მოსიარულეთა ნორმალურ, უსაფრთხო გადაადგილებას.
ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე გამოიცვალა სასმელი წყლის სიტემაც, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები