დღეიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა ეხსნებათ, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებლის დასაშვები რაოდენობა კი 30-დან 50%-მდე იზრდება. აღნიშნულ დაწესებულებებში მოქალაქეები მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში დაიშვებიან.

ობიექტების მონიტორინგს, შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სურსათის ეროვნული სააგენტო. ობიექტზე არა მწვანე სტატუსის მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10 000 ლარს, ინდმეწარმისთვის – 2 000 ლარს. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი მოხდება ობიექტის დალუქვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები