“გოგი მეშველიანის ჩართულობით წალკაში ათწლეულების პრობლემური საკითხი გადაწყდა”

საქართველოს პარლამენტის წევრის ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარის გოგი მეშველიანის ჩართულობით წალკის მუნიციპალიტეტში  სახელმწიფოს მიერ ადგილობრივ სკოლებში კადრების დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით ჩამოსახლებული პედაგოგებისათვის საცხოვრებელი ფართების დარეგისტრირების პრობლემა გადაწყდა. ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, გოგი მეშველიანის სახელმწიფო უწყებებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ჩართულობით წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8 პედაგოგს და მათ ოჯახებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცათ საცხოვრებელი ფართები.

„მოხარული ვარ, რომ შევძელით წალკის მუნიციპალიტეტში ათწლეულების პრობლემური საკითხის მოქალაქეების სასიკეთოდ გადაწყვეტა. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც სამთავრობო ასევე არასამთავრობო სექტორთან და აღნიშნული საკითხი CENN-ის პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, იქნა მოკვლეული და ჩემამდე მოტანილი. რაც არის სხვადასხვა უწყებების სწორი/აქტიური კომუნიკაციის შედეგის კარგი მაგალითი”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

დღეს, ევროკავშირის ENPARD-ისპროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე, პედაგოგებს სახლები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები