“იყავი მის ადგილას” – დმანისში ტრენინგი ჩატარდა
დმანისის მუნიციპალიტეტში ტრენინგი “იყავი მის ადგილას” ჩატარდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ტრენინგის სამიზნე აუდიტორია ადგილობრივი მოსახლეობა იყო, მათ შორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საჯარო მოხელეები და პედაგოგები.
“ტრენინგების მიზანი იმ მავნე გენდერული სტერეოტიპების, სოციალური ნორმებისა და დამოკიდებულებების ცვლილებაა, რომლებიც ხშირად ქალთა მიმართ ძალადობის გამოწვევია ან ამართლებს ასეთ ქცევას.
ტრენინგების ციკლი, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალთა საინფორმაციო ცენტრი გურიასა და ქვემო ქართლში ახორციელებს, ცნობილი სახელმძღვანელოს In Her Shoes-ის მიხედვითაა შექმნილი. იგი ინტერაქტიულ როლურ თამაშებსა და ძალადობაგამოვლილი ქალებისა და გოგოების რეალურ ისტორიებს ეფუძნება.
ინიციატივის ფარგლებში, კოვიდ რეგულაციების დაცვით, პროექტის პირველ ეტაპზე დმანისის მუნიციპალიტეტში 2 ტრენინგი ჩატარდა. (50% ქალი და 50% კაცი)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.