დავით გაბაიძემ პარლამენტს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით წარუდგინა
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები მეორე მოსმენით განიხილეს. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
„აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი – “სახელმწიფო ბაჟის”, “სახელმწიფო ქონების” და “ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ”კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებს და აჭარის კონსტიტუციის ახალი რედაქციისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად.
მუხლობრივი განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.