ლოპოტას ხეობაში ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

ლოპოტას ხეობაში მოსახლეობა „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს და აქციას მართავს.

მათი თქმით, შპს „ართანა ლოპოტას“ სამუშაოების დასაწყებად ნებართვა არ აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, სოფლის მცხოვრებლების თქმით, მდინარე ლოპოტაზე ჰესის ასაშენებლად ხეობაში კომპანიის წარმომადგენლებმა სამშენებლო მასალა უკვე მიტანეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი არ დაიშლებიან, სანამ კომპანიის წარმომადგენლები ტერიტორიას არ დატოვებენ.

“ლოპოტა 1”-ის პროექტის მენეჯერი კი ამბობს, რომ ყველა შესაბამისი უწყებისგან აქვთ ნებართვა და სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებებენ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

„ლოპოტა 1“ ჰესს სოფელ ლაფანყურიდან 7 კილომეტრში, შპს „ართანა ლოპოტა“ აშენებს. ჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მდინარე რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მილებში მოექცევა, რაც ლოპოტას ხეობის გაუდაბნოებას გამოიწვევს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ჰესის მშენებლობისთვის ნეკერჩხალსა და ლაფანს გაკაფავენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები