ონში მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერი სერგო ხიდეშელი, მოადგილეებთან გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთა ერთად უძღვებოდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი.
2. 2022 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიახალგაზრდული ინიციატივების გათვალისწინება.
3. 2021-23 წლის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი.
4. ახალგაზრდული მრჩეველთ საბჭოს თანამშრომლობასხვა მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოებთან.
მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მერს წარუდგინეს თავისი მოსაზრებები, შენიშვნები და ინიციატივები მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით