ნინო ლაცაბიძე: თანამშრომლისგან გულგრილობა დაუშვებელია, თუ დავინახავთ, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მკაცრი მიდგომები
არავის არ ვაპატიებთ იმას, რომ თანხა, რომელიც გვაქვს გამოყოფილი ქალაქის ბიუჯეტიდან, დაიხარჯოს ისე, რომ არ ქონდეს ეფექტი, არ იყოს მორგებული მოსახლეობაზე და არ პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რა გამწვევებიც გვაქვს, – ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სამსახურების უფროსებთან გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ეცნობოდა და გარკვეული დარღვევები დააფიქსირა. მერის განცხადებით, ყველა დარღვევაზე განმეორების შემთხვეაში მკაცრი რეაგირება იქნება.
,, გაიზარდა ბიუჯეტი, გაიზარდა პროექტების რაოდენობა და აუცილებელია, რომ თანამშრომლებმა შეძლონ ხარისხიანი ზედამხედველობის გაწევა, რომ თითოეული პროექტი ხარისხიანად და ვადებში შესრულდეს, უფრო მორგებული იყოს მოსახლეობის საჭიროებებზე. ჩვენ ვითვალისწინებთ თითოეული მოსახლის თხოვნას და შესაბამისად, პროექტებიც იმის მიხედვით იგეგმება. ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ პროექტები განხორციელდეს და მოსახლეობამ რეალურად ამით ვერ ისარგებლოს. მე ვაპირებ პირადად ვიარო ყველა იმ მისამართზე, სადაც ჩვენ რეაბილიტაციას ვახორციელებთ. დაუშვებელია ნებისმიერი თანამშრომლისგან და თუ დავინახავთ იქნება ძალიან მკაცრი მიდგომები“,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.