ნინო ლაცაბიძე: 2022 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ღონისძიებების დაწყებისთვის, სამსახურების სრული მობილიზებაა საჭირო

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სამსახურებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც სამომავლო გეგმებზე და განსახორციელებელ სამუშაოებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, 2022 წელს რუსთავის ბიუჯეტი 31 მილიონით გაიზარდა და 81 მილიონი ლარი გახდა. იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება, მერიის სამსხურების სრული და დროული მობილიზებაა საჭირო.
,,რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტი მიღებულია. ძალიამ მასშტაბური და დიდი ზრდა გვაქვს ბიუჯეტის, რომელიც 31 მილიონით გაიზარდა და 81 მილიონი ლარია. დღეს მივეცით დავალებები სამსახურებს დროულად დავიწყოთ სხავადასხვა პროცედურები იმისთვის, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეთ საქმის კეთებაზე. ეს არის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, მომზადება სხავადსხვა მსხვილი ტენდერების, რომლებიც უზრუნველყოფს მაგალითად ავარიული შენობების რეაბილიტაციის პროექტის იანვრიდან და მომდევნო თვეებიდან დაწყებას. სამსახურებში კარგი მომზადება და სრული მობილიზებაა საჭირო, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ 2022 წლის ბიუჯეტის შესრულება“, – განაცხადა რუსთავის მერმა.
სამუშაო ფორმატის შეხვედრას მუნიციპალიტეტის სამსახურების ხელმძღვანელებთან ნინო ლაცაბიძე ყოველ ორშაბათს მედიის თანდასწრებით გამართავს

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები