თერჯოლის მუნიციპალიტეტში წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, მერის მოადგილეებმა, საკრებულოს წევრებმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და სერტიფიკატებთან ერთად ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას თერჯოლის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მედალოსან კურსდამთავრებულებს, მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ,,ბიბლუსის“ სასაჩუქრე წიგნები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

,,პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი წარმატება, გულწრფელად მიხარია და საამაყოა, როდესაც თერჯოლაში ამდენ გონიერ, წარჩინებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს ვხედავ. მიმაჩნია, რომ განათლების მხარდაჭერა ყველაზე სწორი ინვესტიციაა, რადგან ეს მომავალი თაობის განვითარებას ეხება. ოქროსა და ვერცხლის მედალი არის სიმბოლური ჯილდო, რომლის მიღებისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა და შრომა გაიღეთ. გახსოვდეთ, რომ სწავლისადმი სიყვარული, შრომა, მონდომება და მიზანსწრაფვა ყოველთვის დაგიფასდებათ. ვისურვებდი, სამომავლოდ თქვენი ცოდნა და გამოცდილება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითრებისკენ მიგემართოთ. მადლობას ვუხდი საგანმანათლებლო სკოლის პედაგოგებს და თქვენს მშობლებს ღირსეული თაობის აღზრდისთვის, გისურვებთ წინსვლასა და წარმატებებს“,-განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
დღესვე, მუნიციპალიტეტის მერმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში მოსწავლეთა ნამუშევრები დაათვალიერა, სადაც წარმოდგენილი იყო შემოდგომის პეიზაჟები და ნატურმორტები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები