დმანისის მერი სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის წარმომადგენლებთან გამართა. ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფონდი პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ახორციელებს.
” პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობებზე, მათთან თანამშრომლობის პერსპექტივებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის რეალიზებისთვის სამოქალაქო ბიუჯეტის მექანიზმების გამოყენების შესახებ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.