მამაკაცი, რომელიც ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა. ის ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მამაკაცს გულ-მკერდისა და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა. მედიკოსთა განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ღია კარიერი ორი დღის წინ ჩამოინგრა. მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა. ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორე კი სხეულის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 240-ე მუხლით მიმდინარეობს.