გოგი მეშველიანი: კიდევ ერთხელ ვულოცავ ფრიდონსა და საქართველოს ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას!

საქართველოს პარლამენტის წევრი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი  საქართველოს ძიუდოს ნაკრების გამარჯვებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმიანება.

ფრიდონ გიგანი საქათველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რუსეთის ქალაქ უფაში ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. საქართველომ ავსტრი, საფრანგეთ, თურქეთსა და ნიდერლანდებს დამარცხება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ამ დიდ გამარჯვებაში წვლილი ბოლნისელმა ფალავანმა ფრიდონ გიგანმაც შეიტანა, რომელიც ნაკრების ერთ-ერთი წევრია.

გვახარებს  ფრიდონის წარმატებები და ვუსურებ კიდევ დიდ გამარჯვებებს!

კიდევ ერთხელ ვულოცავ ფრიდონსა და საქართველოს ნაკრებს  ისტორიულ გამარჯვებას!“,- წერს გოგი მეშელიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები