რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვა დაწესდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვა დაწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები