ზუგდიდში, საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ოპოზიციონერი დეპუტატი სასამართლომ ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა
ზუგდიდში, საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით ფიფია სასამართლომ ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა, მეორე დაკავებულის სასამართლო პროცესი კი ამ წუთებში მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით ფიფია და სამოქალაქო აქტივისტი მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი საკრებულოსთან წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ.
გამოძიება მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.