ზუგდიდში დაკავებული 2 პირის სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება
ზუგდიდში საკრებულოსთან მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული 2 პირის სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
დღეს ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს, ბათუმსა და ზუგდიდში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად სამართალდამცველებმა ბათუმში 4, ხოლო ზუგდიდში 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.