ზუგდიდის საკრებულოსთან აქცია დასრულდა, პროტესტანტებმა სამმართველოს შენობასთან გადაინაცვლეს
ზუგდიდში ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც დილიდან აქციას მართავენ, საკრებულოს შენობიდან, პოლიციის სამმართველოს შენობასთან გადაინაცვლეს.
პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული ორი პირი სამმართველოს შენობაში იმყოფება.
ზუგდიდის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომას ოპოზიცია არ დასწრებია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგნლები, მხარდამჭერებთან ერთად, რამდენჯერმე შეეცადნენ შენობაში შეჭრას, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ადგილზე შეკრებილებს და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.