ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს შეხვდა
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის ხელმძღვანელს მიჰაელა-ანა გერასიმს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მისიის მანდატისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
გორის მერმა სადამკვირვებლო მისიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელსა და მის კოლეგებს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.
მიჰაელა-ანა გერასიმმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილს გორის მუნიციპალიტეტის მერად არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.