ხულოს სოფლების – წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობა მალე 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს
ხულოს სოფლების – წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობა მალე 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს, – ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, სოფლებში სასმელი წყლის მაგისტრალის და შიდაგამანაწილებელი ქსელის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის დასრულების შემდეგ, რომელიც დეკემბერშია დაგეგმილი, 200 ოჯახი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს