ბათუმის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, აჭარის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტით განსაზღვრული თანხა 254 მილიონ ლარს შეადგენს
ტექნიკური შესვენების გამოცხადების შემდეგ, დეპუტატები სხდომათა დარბაზში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.
შეგახსენებთ, რომ დილიდან ბათუმში ხმაურია, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები ბიუჯეტის კენჭისყრის პროცესს აპროტესტებენ.
სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზი მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, მირდატ ქამადაძემ სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნის ნივთიერება დაასხა. ამ დროისთვის, ისინი შენობის მიმდებარედ მართავენ აქციას. ადგილზე პოლიციასთან დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
იქამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანსა და საკრებულოს დამოუკიდელ დეპუტატ რაულ თავართქილაძე დაუპირისპირდნენ.