ზუგდიდის საკრებულოსთან ხმაურია – ოპოზიცია 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრას აპროტესტებს
ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან ოპოზიცია აქციას მართავს. შეკრებილები ზუგდიდის საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულ პროცესს ხელს შეუშლიან.
ოპოზიციის თქმით, საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს „ვადაგასული უმრავლესობის წევრებით“ ამტკიცებს, რაც დაუშვებელია.
ზუგდიდის საკრებულოში 2022 წლის საბიუჯეტო პროექტის კენჭისყრის შესახებ სხდომა 11 საათზე დაიწყო. ახალი მოწვევის ოპოზიცია ცდილობს დაესწროს სხდომას, თუმცა ამის საშუალება მათ არ ეძლევათ, რადგან მათ შენობაში პოლიცია არ უშვებს, რის გამოც ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია.