ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური იყო. მმართველი პარტიისა და “ნაცმოძრაობის” დეპუტატები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა კახა ასკურავამ ბიუჯეტის დამტკიცება გააპროტესტა. დაპირისპირების შემდეგ ასკურავამ სხდომათა დარბაზი დატოვა.
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტი 14 434 000 ლარით განისაზღვრა.