აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია, საკრებულოს ახლადარჩეული ოპოზიცონერი დეპუტატები აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომას და დეპუტატის ნუგზარ ფურტკარაძის გარდაცვალების საკითხის გამოძიებას ითხოვენ. ხმაური აქციის მონაწილეების მცდელობას შენობაში შესულიყვნენ, მოჰყვა, რისი საშუალებაც სამართლადამცველებმა არ მისცეს.
აქციაზე იმყოფება გარდაცვლილის დაც, რომელიც აცხადებს, რომ მმართველი პარტია ნუგზარ ფუტკრაძეს ოპოზიციის რიგების დატოვებას აიძულებდა .