გუდაუთაში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს – დაჭრილია მძღოლი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში სამარშრუტო მიკროავტობუსის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შს სამინისტროს წარმომადგენელმა ბადრა აიბამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს, მიკროავტობუსში მგზავრებიც იმყოფებოდნენ, წერს “აიაირა”.

ინცინდენტის დროს დაიჭრა სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, მას შემდეგ, რაც მიკროავტობუსს ესროლეს, ის ბოძს შეეჯახა.

“უწყების” ინფორმაციით, მსროლელის ვინაობა უკვე დადგენილია. სამართალდამცავი ორგანოები მის დაკავებას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები