საქართველოდან 1.6 მლნ დოლარის მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 სექტემბრიდან 21 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 3512 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისგანხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 153%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 142%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

„2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთში (1,703 ტონა), სომხეთში (1,346 ტონა), უკრაინაში (375 ტონა), ყაზახეთში (40 ტონა), სლოვენიასა (28 ტონა) და ყირგიზეთში (20 ტონა)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები