500 ლარი გორელ ახალგაზრდებს – ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტუდენტებს 500-ლარიანი ვაუჩერები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, 500 ლარი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ სტუდენტებს ჩაერიცხებათ, რომლებმაც 2021 წლის ეროვნულ გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და 100 %-იანი დაფინანსება მოიპოვეს.

“გორის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების“ პროგრამა წარმატებული აბიტურიენტების წახალისებასა და მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას ისახავს მიზნად.

ახალგაზრდების შეხვედრა საინტერესო კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და სამომავლო თანამშრომლობაც დაიგეგმა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები