გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ სოფელ გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა.

მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან გაიწმინდა და წყლის ჭავლით გაირეცხა ტაძარამდე მისასვლელი საავტომობილო გზა და სანიაღვრე არხები. გამოიცვალა საგზაო უსაფრთხოების დაზიანებული სარკეები.
დღესასწაულზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით განთავსდება ნაგავშემკრები კონტეინერები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები